მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლოა, გიორგი კაპანაძე დაასახელოს

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლოა ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დასახელდეს.

ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლოა, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დაასახელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არაოფიციალურად მიმდინარეობს.

გაერთიანებული ოპოზიცია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისაგან შედგება, რომელთა შორის მთავარი ოპოზიციური პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. რაც შეეხება გიორგი კაპანაძის კანდიდატურას, ის ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია და თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად აფიქსირებს, თუმცა, ჯერჯერობით, მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. თავად გიორგი კაპანაძემ კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან Pia.ge-სთან თავი შეიკავა.