მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"- აქციას "ქართული ოცნების" ზესტაფონის ორგანიზაცია შეუერთდა

შალვა კიკნაველიძე პარლამენტში

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა.

მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის ორგანიზებისათვის ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკისგან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის რაიონულმა ორგანიზაციამ და მისმა თავმჯდომარემ, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ სპეციალური სამადლობელი სერთიფიკატი მიიღეს.

კიკნაველიძის განცხადებით, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია და დღევანდელი აქცია სწორედ სიცოცხლის გადარჩენის შესაძებლობას იძლევა.

"ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ბანკს ჰქონდეს რეზერვი, რათა საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ და გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაერთონ ამ აქციაში და იმედი მაქვს ამ კარგ ინიციატივას მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება",- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.