„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - ასე მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ აბიტურიენტებს.
პრემიერ-მინისტრმა აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საკუთარი მომავლის განსასაზღვრად ახალი ეტაპი იწყება.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - აღნიშნა პრემიერმა.