მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ბაჩალიაშვილის ოჯახთან გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვედრის პრობლემა არ მაქვს

პრემიერი 2020

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდება და ამიტომ არ იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესახებ.

„უდიდესი ტრაგედიაა, როცა ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ და ამის გამო კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას. ვალდებული ვარ პატივი ვცე სახელმწიფო ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად, გამოძიების დასრულებას ველოდები. არავის მივცემ უფლებას პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმიზაციის პროცესი გაგრძელდეს, რაც დღეს უბრალოდ ჩვენ თვალწინ ხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შესახვედრად გამოძიების დასრულებას ელოდება.

„მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმიზაციის პროცესი, რომელსაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ რიგში საშიშია ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის. კიდევ ერთხელ ვამობობ, ველოდები გამოძიების დასრულებას და ამის შემდეგ ოჯახთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.