პოლიტიკა

„გახარია ივანიშვილის პროექტია“ - თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“
წევრი თინა ბოკუჩავა
1618400302
დაკოპირებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.

ბოკუჩავას მიაჩნია, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

„თქვენ გახსოვთ ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ის თავად შექმნიდა ოპოზიციას. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას გამოყენებით ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას, რაც დამახასიათებელია ავტოკრატული რეჟიმებისთვის.

გახარია რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელმაც დაინახა, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა ვერ დარჩებოდა მომავალი არჩევნებისთვის და შესაბამისად ავანსცენაზე „ქართული ოცნება 2“-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიყვანა გიორგი გახარია“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთო.

ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

საკანონმდებლო ორგანოში ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

ამავე თემაზე:

✔️ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა“ - არჩილ თალაკვაძე

✔️ ის იყო და არის მთავარი ფიგურა - ექსპერტი გიორგი გახარიაზე

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

1620627988

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620627024
კორონავირუსი

158 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 158 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1620626713
„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური...

ამ წუთებში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ.

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისა...

ქაბულში სკოლის მიმდებარედ აფეთქებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოსწავლეები შენობას ტოვებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.