მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია ივანიშვილის პროექტია“ - თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.

ბოკუჩავას მიაჩნია, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

„თქვენ გახსოვთ ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ის თავად შექმნიდა ოპოზიციას. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას გამოყენებით ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას, რაც დამახასიათებელია ავტოკრატული რეჟიმებისთვის.

გახარია რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელმაც დაინახა, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა ვერ დარჩებოდა მომავალი არჩევნებისთვის და შესაბამისად ავანსცენაზე „ქართული ოცნება 2“-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიყვანა გიორგი გახარია“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთო.

ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

საკანონმდებლო ორგანოში ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

ამავე თემაზე:

✔️ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა“ - არჩილ თალაკვაძე

✔️ ის იყო და არის მთავარი ფიგურა - ექსპერტი გიორგი გახარიაზე