პოლიტიკა

გახარია: მომავალ ოთხ წელში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს

გიორგი გახარია
1603785298
დაკოპირებულია

„2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კაპიტალურ ხარჯებში დახარჯა 23 მილიარდი ლარი“ , - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს.

„საქართველოს მთავრობა 2021-2024 წლებში დახარჯავს ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს - ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო უნდა დააახლოვოს ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზებისა და გაზიფიცირების შემდეგ სასმელი წყლით და საირიგაციო სისტემით უზრუნველყოფაა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გადაიჭრება.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობას და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყველგან - წალენჯიხაში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ყველგან. როდესაც ვამბობთ, რომ დავხარჯავთ 20 მილიარდ ლარს.

თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებს და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე, ოჯახამდე, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის ოთხი წელი. ეს იქნება ის 4 წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უმრავლესობის ლიდერი -
მამუკა მდინარაძე

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეშ...

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა. 

1615058269

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

1615057289

გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.

1615053483

გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.

1615051028
გორში დაკავებული პირის
ადვოკატი

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდ...

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას. 

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე სხვის სახლში შ...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.

დალაი-ლამას კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდა (ვი...

ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

რომის პაპმა ერაყის მუსლიმებს და ქრისტიან...

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.