მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე

პრემიერ-მინისტრი

„ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია - გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ეს არის ყველა პატარა ქვეყნის შესაძლებლობა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

გიორგი გახარიამ იმ სასტარტო უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას გლობალური კონკურენციის პირობებში ექნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 პრემიერი: საქართველო ევროპასთან ყველა განზომილებაში უნდა დავაახლოვოთ

🛑 გახარია: რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი

🛑გახარია: ნატო-ს მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია