მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება 

პრემიერი პარლამენტში

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, 2021 წელი მძიმე იქნება, რაც როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას აორმაგებს. 

გიორგი გახარია აქვე დასძენს, რომ პარლამენტს ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია, ამის გარეშე მუშაობა კი, რთული იქნება.

„2020 წელი საკმაოდ რთული წელი იყო, გლობალურმა პანდემიამ გამოცდა მოუწყო სახელმწიფო ინსტიტუტებს, აგრეთვე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელის უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე იქნება, რაც რა თქმა უნდა აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარეშე მუშაობა იქნება საკმაოდ რთული, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, აგრეთვე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით, იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. შესაბამისად, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა და სირთულეების, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში ჩვენს წინაშე იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში უსმენენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში - გიორგი გახარიას გუნდი

🛑„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა

🛑იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს