პოლიტიკა

გახარია: ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია საკოორდინაციოზე
1603868094
დაკოპირებულია

„დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა 1 მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა.

დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა. მე, კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში და პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან - რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების და ეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის...

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

1611652995

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

1611652589

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1611652009

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისათვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა.

1611652007
„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი მამუკა
მდინარაძე - Pia.ge

„არასწორი გადაწყვეტილებები თუ მივიღეთ, შეზღუდ...

„ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611651850
„ვფიქრობ, იაგო ხვიჩიამ გემრიელად იხუმრა“...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ალბათ იხუმრა. 

1611649294
გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მა...

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„იარაღის ტარების უფლება ყველა ადამიანს ა...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი თანაგუნდელის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დაემუქრა