მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: რადიკალიზმი ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. 

იგი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესა და დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმს იხსენებს.

„დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია“, -

მან პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მთაწმინდის პანთეონში მიაგო.

„საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

მისი თქმით, სახელმწიფოს მშენებლობაში თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

„სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში იქნება“ - რამაზ საყვარელიძე

„არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია