მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია რურუაზე: კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია?- მერე ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით 3–დან 7 წლამდე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და ისინი მის გათავისუფლებას ითხოვენ.