მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს მსოფლიოში უნიკალურს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია უნიკალური.

„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად. მიუხედავად სამი წლის ცილისწამების და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენი მოქალაქეები თავისი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია. ეს ბუნების დიდი სიყვარული, ქვეყნისთვის უნიკალური პარკი, ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.

შეკვეთილის პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.