მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: სწავლა უნდა აღდგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციოზე

„ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის უნდა აღდგეს სწავლის პროცესი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ის საკითხები განიხილება, რომლებიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლებას ეხება.

პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა უკვე მზად არის ეფექტიანად, სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით ებრძოლოს კორონავირუსს.

„მარტში კორონავირუსზე კვლევას მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია ატარებდა. დღეს ქვეყანაში ასეთი 22 ლაბორატორიაა. მაშინ დღიურად დაახლოებით 200-მდე ტესტი კეთდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 9000-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში სისტემური შეზღუდვები აღარ დაწესდება.