მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა და თავისი მეგობრებიც დაარწმუნა“ - არჩილ თალაკვაძე

ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესებისა და პირობების ნაცვლად, რომელიც ჩვენ ხალხს ერთად მივეცით და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე 6 დეპუტატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატებმა პასუხისმგებლობას თავი აარიდეს, რაც მიუღებელია.

„რა თქმა უნდა დაველოდებით და ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან და როგორი იქნება მათი პოზიციონირება. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. გუნდის პასუხისმგებლობაზე ხაზის გასმა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ვფიქრობ, რომ მიუღებელია. ასეთია ნაბიჯი გაუმართლებელია.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა. ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე. მაშინ, როცა ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ და რადიკალურად, როგორც ამას საზოგადოება ხედავს, ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამიტომ ეს არის პროცესები, რომელსაც ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით და გვექნება ადეკვატური რეაქცია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და შემდეგ თავისი მეგობრებიც დაარწმუნა, შესაბამისად, მათ დატოვეს უმრავლესობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთო.

ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

საკანონმდებლო ორგანოში ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს“ - ბექა ლილუაშვილი

პატრიარქი 89%, გიორგი გახარია 65% - IRI-ს კვლევა

„პოლიტიკაში თუ აპირებს მოსვლას, გახარიამ ჯერ უნდა თქვას, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს“ - მელია