მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თუ მათ უნდათ, რომ გაზომონ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მაჟორიტარებმა უნდა დატოვონ მანდატები - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი - Pia.ge

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თუ მათ უნდათ, რომ გაზომონ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მაჟორიტარებმა უნდა დატოვონ მანდატები. ეს შექმნის მოცემულობას, რომ თვითმმართველობასთან ერთად ჩატარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები. შიდა ქართლში, მცხეთა - მთიანეთსა და სამეგრელოს რეგიონებში. ეს იქნება რეალური ტესტი - ამ მაჟორიტარებმა არჩევნები მოიგეს „ოცნების“ რეიტინგით, თუ ეს იყო გახარიას ან მათი რეიტინგი. გახარიასთვის ახლა ამაზე უკეთესი საზომი, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მის მიმართ, არ და ვერ იქნება!“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.