მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მართლაც, ძალიან საყურადღებოა რამდენიმე თვალსაზრისით“ - სარჯველაძე

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება რამდენიმე თვალსაზრისით საყურადღებოა. 

„გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მართლაც, ძალიან საყურადღებოა რამდენიმე თვალსაზრისით.

პირველი, რაც მნიშვნელოვანია ითქვა, რომ ბატონი მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლარიზაციის მაღალ ხარისხს ვხედავთ. ეს, მართლაც, შემაშფოთებელია და მართლაც, პრობლემატურია და ეს, ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებასაც იწვევს, მაგრამ იქ არ არის ნათქვამი კონკრეტულად დაპატიმრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეჭვის გამოთქმა.

იმავე გამოხმაურებაში, სამართლის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპზე არის ხაზგასმა. ძალზე მნიშვნელოვანია ეს მოწოდებები და ყურადსაღებია, ყველა მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საზოგადოებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის გაზრდის თვალსაზრისით იქნება სამუშაო, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს გამოხმაურება განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ დაბალანსებულია და აბსოლუტურად სწორი ანალიზია გაკეთებული,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნფორმაციისთვის, ევროკავშირის განცხადებით, პოლარიზაცია, რომელიც ნიკანორ მელიას დაკავების შემდეგ უფრო გაღრმავდა, საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.

აგრეთვე იხილეთ:

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, საერთო ენა გამონახონ