მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება“,- ამ შინაარსის განცხადებას ნიკა მელია საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია, სანამ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. ის მოუწოდებს ყველას, შეწყვიტონ მისთვის გირაოს თანხის შეგროვებაზე საუბარი.

„ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი - უფრო ვრცლად.
1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.
2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!
ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ“,- წერს ნიკა მელია.

აგრეთვე იხილეთ:

📌ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხას გადაიხდის

📌„ის, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, არის ტყუილი“ - გიორგი კონდახიშვილი

📌„ნურავინ ნუ შეიწუხებს ამაზე თავს“ - ზაალ უდუმაშვილი ბესიკ ბოგველის შესახებ