პოლიტიკა

განათლების მინისტრის მოადგილემ ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო მიცკევიჩი
18:52 27.05
დაკოპირებულია

განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის ორგანიზებით კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად კვლევისა და ინოვაციის სფეროში ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების მეცნიერებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ახალი კორონავირუსული ინფექციის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.   

ვიდეოკონფერენცია ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის მიმართულების გენერალურმა დირექტორმა ჟან-ერიკ პაკემ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის კრიზისის შემსუბუქების პროცესში მეცნიერების როლზე ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს ევროკომისიის მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ჟან-ერიკ პაკეს თქმით, შეიქმნება ღია პლატფორმა COVID-19-ის შესახებ), სადაც სხვადასხვა კვლევითი ჯგუფი ფართო საზოგადოებისათვის თავისი კვლევების გაზიარებას შეძლებს. უახლოეს მომავალში ევროკომისია ფონდების, მკვლევართა ჯგუფების, ლაბორატორიებისა და კვლევითი ინსტიტუტების კოლაბორაციას გეგმავს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად COVID-19-ის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ვაქცინის შექნის მიმართულებით.

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკომისიის წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისთვის და ყველა საჭირო ზომის გატარებისთვის, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქებისკენ იყო მიმართული. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე მიმოიხილა საქართველოს მკვლევართა ცალკეული ჯგუფებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა, რომ სამეცნიერო წრეებში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მაღალი ინტერესი არსებობს. საქართველოს სამეცნიერო ჯგუფები ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით მონაწილოებას მიიღებენ ევროკომისიის მიერ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებით გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში.

ვიდეოკონფერენციაში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული 16 ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა, სამეცნიერო ფონდებისა და სხვადასხვა კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
სხვადასხვა სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებ...
00:42
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონიმ და ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული...
00:33
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილების სია ვისაც ბინა გადაეცემა გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, ვისაც ქუთაი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნ...
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო...
ნათია მეზვრიშვილი: ტრანსპორტის შეზღუდვა...
„ჩვენ, რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება, ლოკალურ დონეზე რო...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...