მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გასაგებად ვუთხარით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია“ - ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი

ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უკვე დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა,შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება, ჩვენმა სტუმარმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა და დასხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისათვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი სანამ არ გათავისუფლდება ნიკა მელია და ყველა პოლიტპატიმარი. ასევე სანამ პირველ საკითხი არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა.