მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

ვიყოთ მხნედ ლაღად ძლიერად გავრილოვის ღამე გათენდება ,საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ, - აცხადებს ნიკა მელია თავის წერილში. 

 

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ.

ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.

ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება ეწვევა მაგრამ, მე ახლა, ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, და შემართებას მმატებს, ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება, ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას .

დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერი შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ ვინ იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს გვერდით, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისი სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ.

2019 წლის 20 ივნისაც და 2021 წლსი 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ღირსებას, თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას , გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ ერთან ქართული სახელმწიფოს იდეას.

თავისუფლება არ იყიდება , თავისუფლებით არ ვაჭრობენ, უნდა მოიპოვო დიახ ის ხანდახან ბორკილებით ციხით მოიპოვება მაგრამ არასდროს არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით.

ახალი გამოწვევით ახალი პასუხებით ახალი შესაძლებლობების ჰპოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით.

მე მინდა ვიყო თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე თავისუფლად მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად.

სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 000 ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს თავისუფლება არ იყიდე, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.

დღეს საკნის 4 კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი როგორც ახლა ჩემთვის და ჩვენთვის თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი.

ეს არცერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის და არც პარტიული ბრძოლაა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებისთვის.

ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენივე ბრძოლა სამართლიანი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მე დღეს პასუხი სანდროსთვის რატომ არ მივედი სახლში არ მაქვს, შეიძლება მე დღეს ვერ ავუხსნი, დღეს ვერ გაიგებს მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან, ვარ მართალი, ვარ მხნედ.

ვარ ციხეში მაგრამ ვარ თავისუფალი, ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება ახლა აქ და დღეს ჩვენ ხვალინდელი დღე მომავალი ბევრად უკეთესია არ დავნებდებით და არ შევშინდებით სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ.

ვიყოთ მხნედ, ლაღად,ძლიერად, გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - წერს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

გაერთიანებული ოპოზიციის აქციამ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლა

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

„მოეგონ ჭკუას და დროზე გამოგვიცხადონ ახალი არჩევნების თარიღი“