პოლიტიკა

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის 200 მლნ ევრომდე დახარჯავს

შეხვედრა გერმანულ წყაროსთან
12:58 31.07
დაკოპირებულია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას საქართველოში.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას. ამის შესახებ PIA.GE-ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღვოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

„ფინანსური რესურსი მიიმართება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: „მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“ – 100 მლნ ევრო სესხის, ხოლო 2.0 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, „ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“ – 40 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3,2 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ – 30 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3.0 მლნ ევრო პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“ - 18,5 მლნ ევრო გრანტის სახით, „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება - ფაზა II“ - 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით“, - აცხადებენ ფინანასთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეთანხმების პროექტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაზუსტდება მოგვიანებით და შესაბამისი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდება „გრანტების შესახებ“ და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

ცნობისთვის, გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.

კორონავირუსის რუსული ვაქცინა

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქ...

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არასრული 8 თვის თავზე, პირველი ქვეყანა, რომელ...
21 წუთის წინ
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება....
18:31
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმი-თბილისის XII საერთაშორ...
18:20
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი...
17:44
„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოს...
17:34
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი...
საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელ...
პუტინმა ლუკაშენკოსთან მინსკში დაკავებულე...
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფ...
საქართველომ COVID-19-თან საბრძოლველად კი...
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარე...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები შეცვალოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს გერმან...