პოლიტიკა

ღარიბაშვილი დავით გარეჯზე: საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი
13:30 17.10
დაკოპირებულია

„ჩვენი მიწა-წყალი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს და მოგვიტანეს, ამის ბედის განკარგვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას თუ ვერ აცნობიერებენ, ეს დიდი დანაშაულია, ეს არის ღალატი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს.

„არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონოდა გამოძიებას. ჩვენ გავიგეთ, რომ საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას. ვიცით, თუ როგორ ბინძურ ძალასთან გვაქვს საქმე, ანტიეროვნულ, ყველაფრის მკადრებელ, კრიმინალურ, მკვლელების ძალასთან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, დაუჯერებელია, რომ სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილიყო ეს საკითხი.

„სააკაშვილმა თავად თქვა, რომ დამაბრალებენ 80 მილიონი დოლარის აღებასო. საიდან მოიტანა ეს ციფრი, რატომ?! ჩვენ ასეთ სისულელეს ხომ არ ვიტყვით, არა?! „ქურდს კუდი ეწვოდაო“. რატომ პანიკობენ რა ხდება?!“- აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა მამა კირიონის ნახვის შემდეგ საქმის კურსში აყენებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი. „აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არ...
23:37 19.10
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლ...
23:04 19.10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობ...
22:42 19.10
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომ...
22:33 19.10
კორონავირუსის დეზინფექცია COVID 19 - სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის დე...
სამუშაო ადგილზე COVID 19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები, მათ გამოყენებამდე...
21:47 19.10
19:52 19.10
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართ...
19:28 19.10
ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გ...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არ...
19:24 19.10
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგ...
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორ...