მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი, რომელიც მშვიდობას განაპირობებს, ბიძინა ივანიშვილია

ქართული ოცნება

„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლება არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდთან ერთად მოუტანა ქართველ ხალხს.

„მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებზე საერთო ამოცანა, სწორედ, ამ მთავარი მონაპოვარის გამყარებაა.

„ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არის გადაუჭრელი პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა. საკმარისია ის, რაც დავუშვით. დავუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დავუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს - მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.