პოლიტიკა

ღარიბაშვილი: გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა და თავისუფლება

თავდაცვის მინისტრი
17:24 14.08
დაკოპირებულია

„ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მშვიდობა და თავისუფლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარია.

მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები.

„ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით. ეს მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ტრაგედია. ეს არის გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ არავითარი შეცდომა,“ - განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მისი შედეგები გაიხსენა: „ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვია აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დავკარგეთ კოდორი, დავკარგეთ ახალგორი და დამატებით მივიღეთ 10 ათასზე მეტი, დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ბელადი, ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის შედეგად 300 ათასი ჩვენი მოქალაქე გახდა დევნილი. სულ რაღაც 10 წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა. როცა ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აბსოლუტურად საღად და პასუხისმგებლობით უყურებს ამ არჩევნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
17 წუთის წინ
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
22 წუთის წინ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
28 წუთის წინ
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
32 წუთის წინ
NCDC-ის დირექტორი თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტეს...
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
39 წუთის წინ
57 წუთის წინ
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენ...
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე...
14:15
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკ...
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის რეგი...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამი...