მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: ოკუპაციის მიუხედავად ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლეს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი

დღეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ამ თარიღს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.

„პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჯარისკაცებისა და პოლიციელების წინაშე“,- წერს თავდაცვის მინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა უთანასწორო ბრძოლაში მაინც შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. თავდაცვის მინისტრი იმნედოვნებს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლებენ დეოკუპაციასა და საქართველოს გაერთიანებას.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად რუსეთმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია განახორციელა. მალევე, ოფიციალურმა მოსკოვმა ორივე ტერიტორია დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიას რუსეთის ჯარი დღემდე აკონტროლებს.