პოლიტიკა

ღარიბაშვილი: თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჯარისკაცებისთვის, მაშინ მათ ნამუსზე იყოს

თავდაცვის მინისტრი 2020
11:42 03.06
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა - თავდაცვის ძალები. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

"საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, რომ წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს",- - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის მინისტრმა სასაჩუქრე საათების უტენდეროდ შეკვეთაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ტენდერის ჩატარება დიზაინერსა და პოლიტიკოსს შორის ვერ მოხდებოდა.

ზვიად ციკოლია ცნობილია თავისი გამოგონებებით, დიზაინით და პირდაპირ მას დავუკვეთეთ. საუბარია 83 ათას დოლარზე, რომელიც ჯარს მოხმარდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი"-ის ეთერში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაჩუქრე საათების შეკვეთა პანდემიის დაწყებამდე - დეკემბერში მოხდა. მინისტრის განცხადებით, ის ბიუჯეტის მიხედვით ხელმძღვანელობს და ყველა ხარჯი თავიდანვე გათვალისწინებულია.

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
15:23
„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებ...
15:07
„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი...
15:06
2020 წლის 1-ლი ივლისიდან თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, - ამი...
14:44
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებს ე...
2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟი...
გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ზოგიერთები...
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს...
ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად...
პრემიერი: ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგ...
„ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღ...