პოლიტიკა

გია აბაშიძე: რომელ დეოკუპაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი კაპანაძე საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს?!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე
1617891488
დაკოპირებულია

რომელ დეოკუპაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი ს.კაპანაძე საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს?! - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელშიწერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებისთვის მითითებებს აძლევს.

აბაშიძის თქმით, კრემლის გზავნილი ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის იყო და არის ის, რომ საქართველოს ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა ცხინვალის დასაბომბად.

„დღეს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო. 7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

„დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებაში.

ამის მიუხედავად, 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 რუსეთისადმი კაპიტულატურ რეზოლუციაზე ერთ-ერთი ხელმომწერი, გიგა ბოკერიასა და სერგი კაპანაძის თანაპარტიელი გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს. მრავალსტანდარტიანი კანდელაკი, რომელიც თავის დროზე ევროპელ ჩინოსნებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთვის არ მიეცათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, ახლა ჩვენ მთავრობას მოუწოდებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ეს ყურადღება ჩვენი დეოკუპაციის საკითხის წინ წასაწევად. რომელ დეოკუპაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი ს.კაპანაძე საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს?! რომელ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნებმა 2011 წელს, ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, ჩააგდეს დავა საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ?!

ცნობისათვის, 2021 წლის იანვარში, სტრასბურგის სასამართლოში, საქართველომ რუსეთს დავა პირწმინდად მოუგო. კრემლის გზავნილი ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის იყო და არის ის, რომ საქართველოს ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა ცხინვალის დასაბომბად. წელს იანვარში, საერთაშორისო სასამართლოში, ქართულმა მხარემ ეს გეგმა-ნარატივი მთლიანად ჩამოუშალა რუსეთს იმის მიუხედავად, რომ ძალიან ხშირად ოფიციალური მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების, გიგა ბოკერიების, აკაკი მინაშვილებისა და მათნაირთა უპასუხისმგებლო განცხადებებს, უსინდისო ტყუილს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ“,- აღნიშნავს გია აბაშიძე.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102
დავით ნარმანიამ
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის
წარმომადგენლებს
ელექტროენერგეტიკის
სექტორში რეფორმების
მიმდინარეობის პროცესი
გააცნო

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.