მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს ნიკა მელიამ და სამართალწარმოება ბოლომდე უნდა აღასრულოს.

„შეიქმნა გარკვეული უხერხულობა, მელიას გათავისუფლების პროცედურასთან დაკავშირებით. აქ წავიდა ინტერპრეტაციები, გასაგებია რომ ეს ამნისტია მექანიზმად დასახელდა მელიას გათავისუფლების და ხელისუფლება ძალიან ვირეშმაკულად ამბობს, რომ მას ამნისტია არ სჭირდება.

სინამდვილეში ამას იმისათვის აკეთებს, რომ დამნაშავე მელია რაიმენაირად გამოვიდეს იქიდან. სინამდვილეში გასაგებია, რომ ამნისტია ხელისუფლების ინტერესებშია, მათი მხრიდან ამაზე დათანხმება მოხდა იმ მიზნით, რომ ჯერ ერთი, სამართალწარმოება უჭირთ ამ მომიტინგეების მიმართ. იქ არ ყოფილა ისეთი მძიმე დანაშაული რაზეც ხელისუფლება გველაპარაკებოდა.

პერიმეტრიც კი არ დარღვეულა პარლამენტის და შესაბამისად, მათ მტკიცებულებების ნაწილში აქ ექმნებათ უხერხულობა და გაშიშვლდება მართლმსაჯულების მთელი მანკიერება. ხოლო მეორეს მხრივ, მათი ინტერესია ჩამოწერა სისტემის დანაშაულის.

შესაბამისად ეს არის მათი ინტერპრეტაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამნისტიის კანონი შევიდა პარლამენტში, ამ სახით შევა.

ამ თამაშში მთავარი ფიგურა არის ნიკა მელია. მოცემულობა არის ასეთი, რომ ხელისუფლება ამ სახით უყრის კენჭს. ეს უნდა დაინახოს მელიამ. ისიც არის ხაფანგში აღმოჩენილი, იმიტომ რომ მას უნდა თუ არ უნდა ამნისტიის კანონი მაინც შევა და მას გამოიყვანენ ციხიდან.

მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია. ხელისუფლებამ დაუგო ხაფანგი და ხელისუფლების მატრიცით მიდის ყველაფერი. ამ მოცემულობაში უკვე „ნაციონალურ მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში, ესეც ფეხებზე კიდია მმართველ პარტიას იმიტომ, რომ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა.

აქედან გამომდინარე ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს მელიამ, უნდა ჩაჭრას ეს გეგმა, თქვას რომ სამართალწარმოება ბოლომდე იყოს, იმიტომ რომ ხალხი არის დასასჯელი და ჩაშალოს ეს გეგმა“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅გია ხუხაშვილი: ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ

✅ნიკა მელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია