მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს. ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

გია ხუხაშვილი წერს, რომ ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას. მისი თქმით, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა - ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით.

მოვლენების სავარაუდო განვითარება:

◼️„ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც;

◼️კენჭისყრას, ბუნებრივია მოიგებენ;

◼️ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ;

◼️შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება - იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა „გააპრავეს“;

◼️ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ. აწყობთ კიდევაც.

სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას. ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა - ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით“- წერს გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

იხილეთ აგრეთვე:

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია

✅„დოკუმენტზე ხელის მოწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა“- თაკო ჩარკვიანი

✅„სასაცილოა ენმ-ს პოზიცია“ - სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს