მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი

ვოლსკი პარლამენტში

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა.

„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, ვინც გადაწყვიტეს, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა.

მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, რომ თუ საუბარია, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ან ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️არჩილ თალაკვაძე: არჩევნების გაყალბების ბრალდება დარჩა საფუძვლის გარეშე

✔️ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას საერთოდ ჩაეხსნება

✔️საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით - ბიძინა ივანიშვილი