მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: მეგრელიშვილს იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც,„გირჩი“ ორშაბათს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, „გირჩის“ პოზიცია მისთვის ახალი არ არის და პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლის სურვილი აქამდეც გამოთქვეს. მისი შეფასებით, ვახო მეგრელიშვილის იდეები, პოლიტიკური თვალსაზრისით, საინტერესო და ახალია.

„ეს არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია ეს ამბავი, ვიცი, რომ მსგავსი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ, მერე შევაფასებ.

იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერაა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩი“ ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

„ეს არის ერთადერთი სწორი ფორმა , რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში. თუ შედგა შეთანხმება, ჩვენ ვიქნებით სხვებთან ერთად პარლამენტში. თუ არა და, ორშაბათიდან ჩვენ შევალთ დამოუკიდებლად“,- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ამავე თემაზე:

📌„ორშაბათს „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის დასაწყებად მივდივართ პარლამენტის შენობაში“- ვახო მეგრელიშვილი

📌„გირჩს“ ორშაბათიდან პარლამენტში ვიხილავთ“ - ვახო მეგრელიშვილი