მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: ოპოზიციისგან ისმის ულტიმატუმი და არა შეთავაზება

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების ნაცვლად, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, რაც არ შესრულდება. 

„მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას, ფასილიტატორების მონაწილეობით. ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს იმის, რომ ჩავატაროთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ამის სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს და არ შეიძლება, რომ გადაწყვეტილება დამყარებული იყოს ნებისმიერი ჩვენი ოპონენტის მოსაზრებებზე, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე.

რაც გვესმის ოპოზიციისგან ეს არ არის შეთავაზება, ეს ულტიმატუმი, რომ თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები და მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან. ასე არ მოხდება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შემდეგ აუცილებელია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების პროცესი, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, გაგრძელდეს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება შედგეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ მელიას დაკავებაზე აღარ ფიქრობს

„გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა იმის შანსი, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან“ - ბადრი ჯაფარიძე

„პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს“ - მდინარაძე