მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ბოკერია: არჩევნების ნორმალურად ჩატარებას არსებითი ცვლილებები სჭირდება

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების თაობაზე არანაირი სიახლე არ არის. 

ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება.

„არანაირი სიახლე არ გვაქვს არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს. იმიტომ რომ ახალი არჩევნები ნორმალურად უნდა ჩატარდეს. ნორმალურად ჩატარებას კი არსებითი ცვლილებები სჭირდება“, - აცხადებს ბოკერია.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობ. ლიდერები მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მსჯელობენ.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.

👉 მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.