მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ბოკერია: ჩვენს დოკუმენტზე ხელისუფლებისგან წერილობით პასუხს ველოდებით

სანამ დღევანდელი ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის

„ელჩებს სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ ფუნდამენტურ მიმართულებებზე, რომელიც ისედაც არის საჯაროდ ცნობილი. ასევე, ველოდებით ხელისუფლებისგან წერილობით სრულფასოვან პასუხს“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არსებობს.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, ის, რომ შეხვედრას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ ესწრებოდა, პარტნიორობაში არაფერს ცვლის.

როგორც ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, როგორც კი ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან“ პასუხს მიიღებს, საზოგადოებისთვის დეტალები ცნობილი გახდება.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს მათი შეთავაზებების საერთო დოკუმენტი გადასცეს.

👉 ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი.