მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ბოკერია: სრული უპასუხისმგებლობაა, გარისკო მეორე ტურამდე, როცა შანსი გაქვს სიტუაცია პირველ ტურშივე გაარკვიო

ბოკერია მთავრობის ადმინისტრაციაში

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი.

"ჩვენ მოვისმინეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პირების განცხადებები, რომ ამ მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი. საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები უსარგებლოდ დარჩება და ეს არ არის შეთანხმების ჩაშლისთვის მომზადება",-აღნიშნა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენლების საპასუხოდ, რომლებმაც მოითხოვეს გარკვეულიყო, თანხმდებიან, თუ არა პარტიები მეორე ტურში ერთი ძალის მხარდაჭერაზე.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები უპასუხისმეგბლობაა და ოპოზიციის ინტერესებს აზიანებს.

"სრული უპასუხისმგებლობაა, როცა შანსი გაქვს სიტუაციის პირველ ტურში გარკვევის, გარისკო მეორე ტურამდე. არ ვამბობ, რომ მეორე ტურში თუ გავლენ იქ შეიძლება ვერ მოიგონ, თუმცა რა ლოგიკაა იმაში, რომ როცა შეგვიძლია ვითარება პირველ ტურში გამოვკვეთოთ, მეორე ტურებზე წავიდეთ. რაც მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება "ნაციონალურ მოძრაობას",- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.