მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი წერეთელი: ნიკა მელია არის ფავორიტი

ევროპული საქართველოს წევრი

„ნიკა მელია არის ფავორიტი ამ შემთხვევაში“, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ნიკა მელიას შესახებ გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი დღეს თბილისის მერობის, რა თქმა უნდა, ნიკა მელია არის ფავორიტი ამ შემთხვევაში, იმ შედეგებით რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში თბილისში და იმ მთელი ისტორიით და ამ პოლიტიკური ბრძოლით, რომლითაც ის გამოჩნდა როგორც ლიდერი“ ,- ამბობს წერეთელი.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერის არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.