მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი უგულავა: ამ ეტაპზე პლებისციტზე საუბარი ნაადრევია

უგულავა ივანიშვილის წასვლას გამოეხმაურა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება მიუღებელია“.

„არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხეილ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია...

ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა ვთხოვო მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ კენჭი იყარა და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა. უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ რომ, სააკაშვილის მოსაზრებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, ოპოზიცია პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„უახლოეს დღეებში, ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე“ - სააკაშვილი

✔️„პლებისციტის ახსნაც დეტალურად მოხდა“ - ბოკერია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე

✔️„არავითარი პლებისციტი, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“ - ინაშვილი