მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოს“ წევრი

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. 

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„სანამ რიგგარეშე იქნება, ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას“, - აღნიშნავს გიგი უგულავა.

ინფორმაციისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ. ჩანაწერებში საუბარი ბერა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო კომენტარების ავტორების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას შეეხება.