მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ბირბიჩაძე: 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა მიმართული

გიორგი ბირბიჩაძე: „2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა  მიმართული“

დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიში  მოისმინეს და 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა მიმართული.

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის თაობაზეც ისაუბრა. როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, 2020 წელს აღნიშნული პროგრამა, რომლითაც 1250-მდე ბავშვი სარგებლობდა, განულდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მოლოდინის რეჟიმში 163 ბავშვია.

„როგორც დღეს თბილისის მერმა განაცხადა, სამომავლოდ ამ სიის განულებაც იგეგმება“ -აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის გაგრძელებაა

👉 ვფიქრობ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული