პოლიტიკა

გიორგი ჩალაძე: ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება

გენეტიკის გენეტიკის
ეროვნული ლაბორატორიის
მმართველი პარტნიორი
გიორგი ჩალაძე, ჯანდაცვის
მინისტრი ეკატერინე
ტიკარაძ - Pia.ge
1606387555
დაკოპირებულია

„ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება“, - ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე აღნიშნავს.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სპეციალურად შეიქმნა.

მისივე განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი „გამარჯვების“ მოპოვებით გაცილებით მეტი პრობლემა შეიქმნება.

ჩალაძე ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მხარს არ უჭერს:

„ეკა ტიკარაძეზე ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეციალურად შექმნილი - განტევების ვაცის გამოსავლენად. თუ საზოგადოებაში მოხდება აზრის ფორმირება, რომ ეკა არის პრობლემა და მისი მოხსნა ქვეყნის საშველი, მას მოხსნიან. (წერტილი).

აქ იმოქმედებს ცნობილი „ბოდიშის“ სცენარი, ანუ ხელოვნურად შექმნილი „გამარჯვების“ მოპოვებით მივიღებთ უფრო გაღრმავებულ პრობლემას. ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება“, - აღნიშნავს ჩალაძე.

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, აგრეთვე, დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის გარშემო მიმდინარე მოვლენები სპეციალურად შექმნილი და ამბობს, რომ მინისტრს მიზანმიმართულად „ებრძვიან“.

„ეკა ტიკარაძეს, ჯანდაცვის სამინისტროდან დაწყებული, მრავალ პარტია ნაცვალ „ბიზნესმენ“/საქმოსნები, განსაკუთრებით ისინი ვინც სამედიცინო ბიზნესში მსუყედ არიან წარმოდგენილი მიზანმიმართულად „ებრძვიან“. მისივე სამინისტროში, მის კადრებს და საქმეებს, რომლის გაკეთების სურვილიც აქვს, ხელოვნურად ბლოკავენ და აგდებენ ამ სიტუაციაში, რაშიც დღეს ვხედავთ რომ არის/არიან. ზემოთხსენებულის კონკრეტული მაგალითი:

ბიზნესმენი A ფლობს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას (შესამჩნევად დიდ ე.წ. საწოლ ფონდს). ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდებისას მინისტრთან მიდის ინფორმაცია, რომ საწოლ ფონდი სრულად არის ათვისებული და არ არსებობს გამოყენებადი რესურსი.

ამ დროს აღნიშნულ მრავალ პარტია ნაცვალ ბიზნესმენ A-ს დაწესებულებაში არაერთი თავისუფალი ადგილია, რომლის გამოყენებაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას. რა ხდება? მინისტრს არ აგდებს არაფრად. იმიტომ, რომ ქართულ-ჯიგრულ პონტში მოგვარებული აქვს „სადაც საჭიროა“.

მინისტრის სამართლიან და მკაცრ რეაგირებაზე, აღნიშნული ბიზნესმენი A, წუწუნით მიდის „სადაც საჭიროა“ და „ასმენს“ მინისტრს - ეგ ჩვენ გვებრძვის, მაჯარიმებს და საქმეს გვიფუჭებსო. საქმეში ერთვება "ძალოვანი" სტრუქტურის კონკრეტული პირები და მინისტრის და მისი გარემოცვის გარშემო შავი ღრუბელი იწყებს შეკრებას. პარალელურად მიდის ვაჭრობა სამინისტროსთან, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამით.

ე.წ. „გეგმიური ოპერაციების“ შეჩერება არის ერთ-ერთი მექანიზმი რითაც სამინისტრო ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებზე გავლენის მოხდენას ცდილობს - ანუ ცდილობს აიძულოს მოემსახურონ იმ საჭიროებას, რაც დღეს ქვეყანაში დგას, და მხოლოდ საკუთარი ჯიბით არ შემოიფარგლნონ. (ამ გადაწყვეტილების შედეგებზე არ ვსაუბრობ). ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტი. ნამდვილი, საკუთარი ყურით და პირადად მიღებული ინფორმაცია“, - განმარტავს ჩალაძე.

მისივე თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს გამხნევება ან დაცვა არ სჭირდება:

„ეკა ტიკარაძე, ამ ეტაპზე მსხვერპლია და მას სჭრიდება დახმარება.ჩემი ეს პოსტი არ ნიშნავს, რომ ტიკარაძეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. მის ახლა გადადგომას მე მხარს არ ვუჭერ, დარწმუნებული ვარ ბევრს იტყვის იმ დანაშაულებზე, რაც ზუსტად იცის რომ ჩადენილია და არანაკლები კითხვა აქვს ვიდრე მე ან რომელიმე თქვენგანს.

კიდევ ერთხელ, ჩემი ეს პოსტი არ გულისხმობს ეკა ტიკარაძისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, მას არც გამხნევება ან დაცვა სჭირდება. უბრალოდ წურბელები უნდა მოცილდნენ და შემდეგ თავად ილაპარაკებს, დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნავს გიორგი ჩალაძე.

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.