პოლიტიკა

გიორგი გახარია: დუშეთის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
მთავრობის მეთაური
1599925224
დაკოპირებულია

„ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.

„დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში. ახალგაზრდას, რომელიც აქ იბადება, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე პირობები, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ეს არის სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის ბიუჯეტი 2013 წლის შემდგომ10-ჯერ გაიზარდა, იყო2 მილიონი ლარი, დღეს არის 22 მილიონი ლარი, რაცნიშნავს მეტ გარემონტებულ სკოლას, საბავშვო გზას, ბევრ ახალ გზას, საკმარისი არ არის.

„მხოლოდ ამით არ უნდა იზომებოდეს ქვეყნის და ამ კუთხის წარმატება. ამ კუთხის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს, წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი მიზანი, ვინაიდან„ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით, რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და მიმდებარე სოფლებში გაზია პრობლემა, ამყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება უნდა იყოს, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ანქალაქში თუ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, შემდგომ დაბრუნდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმ პროგრამას, რომლითაც ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს ვეხმარებით, დაიწყოს თავისი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებშია თავმოყრილი - „აწარმოესაქართველოში“, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო. ეს ყველაფერი დღეს გაქვთ თქვენ აქ, დუშეთში, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში, ან იუსტიციის სახლში, სადაც უბრალოდ რომ მიხვიდეთ, ყველაფერს აგიხსნიან, დახმარების რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. ეს ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი იმ დონეზეა გაკეთებული და ხალხი ისეა დატრენინგებული, რომ თბილისში ჩასვლაც და სამინისტროში სიარული არ დაგჭირდებათ, კონტრაქტის გაფორმება შეიძლება აქ, ბენეფიციარმა როგორ დაიწყოს მონაწილეობა ამა თუ იმ პროგრამაში. ეს ელემენტარული მხარდაჭერაა, იმისთვის, რომ ადამიანი, როდესაც დაქირავებული, ან სახელმწიფო სამსახურში ხარ და შენი ბიზნესი გინდა დაიწყო, პირველ ნაბიჯს რომ დგამ, ძალიან დიდი რისკი და ფსიქოლოგიური წნეხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თამამ, გულად და მშრომელ ადამიანებს, დუშელებს, ამის შესაძლებლობა მივცეთ. დღეს, ამის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესაძლებლობა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები აქ, დუშეთში გვაქვს მოტანილი. სახელმწიფოს ვალდებულება, საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - გზა, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, წყალი, გაზი. რა თქმა უნდა, აქაც, წლებია, ათწლეულებია ბევრი არაფერი არ გაკეთებულა. მე ბევრი კონკრეტული პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ თქვენ, ამასყ ველანი კარგად ხედავთ, თან არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრი კარგი საქმე ერთად გვაქვს დაწყებული და ვიცით, რომ ერთად უნდა დავამთავროთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ, პირველ რიგში, განათლების რეფორმას, იმიტომ, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონცენტრირებულად, რესურსი ჩავდოთ განათლებაში, იმიტომ, რომ ბავშვები,რომლებიც იბადებიან, არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავება, სად ცხოვრობენ და სად იზრდებიან. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა, საშუალო თანაბარ განათლებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და მათი მოხუცებულობა უნდა იყოს ღირსეული. სწორედ ამიტომ, დუშეთში, 276 სოფელი არის მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი. ეს ხალხი კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ ამით, ჩვენ ამოვავსეთ ის სოციალური დისბალანსი, რომელსაც ქალაქსა და მთას შორის ვგრძნობთ. ეს არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ ეს არის ელემენტარული სწორი მიმართულება, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს დისბალანსები უნდა ამოავსოს და ადამიანებს, სადაც მათც ხოვრება უნდათ, უნდა შეეძლოთ ღირსეულად იცხოვრონ. ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს კარგი განათლება, ნიჭი, სითამამე და სურვილი, ჩვენ ყველამ უნდა შევუქმნათ თანაბარი უფლება, თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები იმ საქმის დასაწყებად, რომელიც მათ უნდათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - გლეხი უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი და ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ თვითონ გახდეს დამსაქმებელი, სახელმწიფო ამაში უნდა მიეხმაროს, იმიტომ, რომ ე სძალიან რთული პირველი ნაბიჯებია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის.

„იმისთვის, რომ ამას ყველაფერს მივაღწიოთ, გვჭირდება ერთობლივი გამარჯვებები. ეს არ არის დუშეთის ან თიანეთის გამარჯვება, ესქვეყნის გამარჯვება უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დუშეთი, მცხეთა, თიანეთი და ყაზბეგი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ, იქნება ღირსეული ხმა თითოეული დუშელის, საკანონმდებლო ორგანოში. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის. ამ რეგიონსაც შეუძლია ეს და ამ კაცსაც ამის გაკეთება შეუძლია. მე მინდა თითოეულ თქვენგანს სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება გისურვოთ. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ დუშელებო!“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

1623673770

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1623673336

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1623673168

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ორსულებისა და მათი ოჯახის წევრების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1623671961
აშშ-ს ელჩი საქართველოში

„ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლ...

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ზაზა გახელაძის საკითხს გამოეხმაურა.

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მ...

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.

„ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალია...

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის...

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.