პოლიტიკა

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს: დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
1611382426
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ის ახალ პრეზიდენტს უგზავნის, ხაზგასმულია აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას ეფუძნება.

„პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელს მსოფლიოში.

ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ, საქართველოში, ვიზიარებთ თქვენს რწმენას და გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ გავუძლებთ „კრიზისისა და გამოწვევების ჟამს“ და კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისი გამოხმაურებას ჰპოვებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში - ამერიკის ერთგულ მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც იზიარებს თქვენს ერთგულებას გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ. ჩვენს ერებს შორის მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ოფიციალურ წერილში მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს.

„ერთად, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელს მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ჩემი ქვეყანა დღესაც წარმოადგენს მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ გლობალურ უსაფრთხოებას.

მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს, ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გიორგი გახარიას მილოცვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და აღნიშნავს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში.

„ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სთან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას და განამტკიცებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ამავე დროს, ხელს შეუწყობს რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით, თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

გისურვებთ წარმატებას ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში თქვენი დიდი ერის ლიდერობაში და თქვენი ხედვის სრულად ხორცშესხმაში - მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს გაეგზავნა.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.

1619010412

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1619010134

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს და „წითელი ხაზების“ გადაკვეთას არ ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

1619010074

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1619009654
საბურთალოზე
მაჟორიტარობის კანიდატი

„დოკუმენტზე ხელის მოწერა ხელისუფლებასთან შეთა...

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

1619005833
„ჩვენი ანგარიშით, საქართველოში 650 ათას...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე იქნება.

1619005453
„მაქსიმალურად ავარიდოთ თავი დღესასწაულებ...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვები და არც კომენდანტის საათის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.

1619005191
„მე-3, მე-4 კვარტალში მასიური ვაქცინაციი...

„რეალურად მე-3, მე-4 კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.