მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

პრემიერი მთავრობის სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - აცხადებს გიორგი გახარია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

🔴 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გახდა