მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას

საქართველოს მთავრობის მეთაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის.

მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.

იხილეთ აგრეთვე:

📍ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა

📍ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია

📍ლედი გაგამ ბაიდენის ინაუგურაციაზე ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

📍ოფიციალურად, კამალა ჰარისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტია