მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება

საქართველოს მთავრობის მეთაური

„ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მას ამისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია პროგრამაში.

„მე და კახიმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო და დღეს ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო დღე, მას ვასრულებთ თბილისში და შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა. ჩვენი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა - ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციურ გაძლიერებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება და ადამიანი ყოველთვის იქნება მისი ყურადღების ცენტრში.

„ჩვენ არ შეგვრცხვება იმის თქმა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა ჩვენგან ყველაზე მეტად სჭირდება - ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი სოციალურად დაუცველები და დევნილები, ყოველთვის დავუდგებით გვერდით, ისე, როგორც ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია.

სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეზე. ჩვენ არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როდესაც სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმს და მასწავლებელს, პოლიციელს და ჯარისკაცს ყოველთვის დავუდგებით გვერდით და როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური დახმარების გაძლიერებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ კარგად ვხედავთ, ამ პანდემიის ეპოქაში რამხელა გმირობას სჩადიან ჩვენი ექიმები, როგორ გვეხმარებოდნენ ჩვენი პოლიციელები და ჯარისკაცები პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავების დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცახდა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავლაბარი განასახიერებს თბილისის კულტურას, თბილისელობას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი სიძლიერე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ის კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტულ რეგიონებში, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში მაქსიმალურად დავაახლოვოთ ცხოვრების პირობები თბილისში იქნება, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახალქალაქში, თუ ახალციხეში. ეს არის ძირითადი მიზანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში გვქონდეს აბსოლუტურად დასაბუთებული უფლება იმის, რომ მოვითხოვოთ და გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში. ჩვენ დღეს ავლაბარში ვართ. ავლაბარი არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი. რა თქმა უნდა, ისანი ბევრად უფრო დიდია და ისანს, ტურისტულთან ერთად, დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ ავლაბარი განასახიერებს თბილისის კულტურას, თბილისელობას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი სიძლიერე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ - მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე მთავრობის ძირითადი მიზანი.

„ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება თითოეული ჩვენგანის უაღრესად დიდი მიზანი.

ყველაფერი ამის გასაკეთებლად რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება , რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამ დარწმუნებულობის უფლებას გვაძლევენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რეიტინგები ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლო კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ხვალ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.