პოლიტიკა

გიორგი გახარია: კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
1611819719
დაკოპირებულია

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.

„ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოვოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ეუთოს შენობა

ეუთო/ოდირი არჩევნების შესახებ ანგარიშში...

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.

პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

1615017060

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი იმყოფება.

1615016915

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

1615015970

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

1615015610
სუბარი ბრიფინგზე

სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პ...

„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვ...

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩ...

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.