მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ინფორმაციას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტვიტერზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა 29 სექტემბერს არის ჩანიშნული.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი.