მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს მთავრობის მეთაური

მთავრობის მეთაურის რანგში გიორგი გახარია ბრიუსელში, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არიან.

ბელგიაში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი 30 სექტემბერს დასრულდება.