მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის ზონაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნობა დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა გამოწვეული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

სტიქია რაჭაში

რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო. უწერა, შოვი, ღები, გლოლა - ეს რაჭის ის სოფლებია, რომლებსაც სტიქიის გამო ელექროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.